საქმეების დროებით სარგებლობაში გაცემის სერვისი გულისხმობს ეროვნულ არქივში დაცული დოკუმენტაციის დროებითი სარგებლობის უფლებით გაცემას.
ფიზიკურმა (პირადი ფონდის შემთხვევაში) ან იურიდიულმა პირმა, რომელსაც სურს დროებით სარგებლობაში დოკუმენტის გატანა, განცხადებით უნდა მიმართოს ეროვნულ არქივს. განცხადების დაკმაყოფილების შემთხვევაში პირს დოკუმენტი დროებით სარგებლობაში გადაეცემა მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე. დოკუმენტის გაცემის ხანგრძლივობა და სხვა პირობები აისახება მიღება-ჩაბარების აქტში.
დაუშვებელია ფიზიკურად დაზიანებული ან/და სამეცნიერო-ტექნიკურად დაუმუშავებელი დოკუმენტის დროებით სარგებლობაში გაცემა.
დროებით სარგებლობაში არ გაიცემა ფოტო და კინონეგატივები, ფოტოპოზიტივი, ფონოჩანაწერი, კონტრატიპი და ლავანდი. განსაკუთრებულ შემთხვევაში არქივი გასცემს კინოდოკუმენტს პოზიტივის სახით არქივის გენერალური დირექტორის ნებართვით.
მიმღებს ეკრძალება დროებით სარგებლობაში მიღებული დოკუმენტის მესამე პირისთვის გადაცემა ან/და ამ დოკუმენტებიდან ამონაწერისა და ცნობის გაცემა.
დროებით სარგებლობაში დოკუმენტაციის გაცემის პირობები, საფასური და ვადები განსაზღვრულია საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის N506 დადგენილებით "ეროვნული არქივის მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის ოდენობების, გადახდის წესისა და მომსახურების ვადების შესახებ".