საქართველოს ეროვნულ არქივში დაცულია XIX-XX საუკუნეების დოკუმენტები საქართველოსა და ამიერკავკასიაში მცხოვრები გერმანელების შესახებ.
საქართველოში გერმანელები 1817 წლიდან დასახლდნენ და მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს ქვეყნის საზოგადოებრივ-კულტურულ ცხოვრებაში.
წინამდებარე კატალოგში წარმოდგენილია საისტორიო ცენტრალურ არქივში დაცული მასალა, რომელიც ეხება:
გერმანული კოლონიების დაარსებას;
კოლონიების მმართველობის სტრუქტურას;
მიწათმფლობელობის საკითხებს;
საკომლო აღწერას;
მემკვიდრეობის განაწილებას;
განათლების სისტემას;
სასწავლო პროცესს;
სკოლებისა და სასწავლებლების მშენებლობას;
ევანგელისტ-ლუთერანი მრევლის საქმიანობას;
მისიონერთა მოღვაწეობას;
ეკლესიებისა და სამლოცველო სახლების მშენებლობას;
თბილისში წმ. პეტრე-პავლეს სახელობის ევანგელისტურ-ლუთერანული ეკლესიის მშენებლობას; ევანგელისტ-ლუთერანი მრევლის დამხმარე სალაროს თბილისის საოლქო კომიტეტის საქმიანობას.
საარქივო ფონდებში აგრეთვე დაცულია გერმანელთა დაბადების, ნათლობის, ქორწინების, გარდაცვალების მოწმობები.
კატალოგი საშუალებას აძლევს დაინტერესებულ პირებს, გაეცნონ უნიკალურ დოკუმენტს და მიიღონ შესაბამისი ინფორმაცია.