აპრილი 548
en

დავით აღმაშენებლის ანდერძის შესახებ ეროვნული არქივის დოკუმენტური ფილმის ონლაინ განთავსდა

დავით აღმაშენებლის ანდერძის შესახებ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის მიერ 2025 წელს მომზადებული დოკუმენტური ფილმინაშთი ძვირფასი სიგელ-გუჯრისაეროვნული არქივის YouTube არხზე გამოქვეყნდა. 

ეროვნულ არქივში დაცული მეფე დავით IV-ის ანდერძი შიომღვიმის მონასტრისადმი შირვანში ლაშქრობის წინ, 1123-1124 წლებში, არის შედგენილი და ჩვენი ქვეყნის ისტორიოგრაფიაში მას გამორჩეული მნიშვნელობა აქვს. 

დოკუმენტურ ფილმში დავითის ანდერძის შედგენის წინაპირობებსა და ისტორიულ კონტექსტზე საუბრობენ: ეროვნული არქივის სამეცნიერო განყოფილების ხელმძღვანელი, ფილმის ავტორი ქეთევან ასათიანი და ისტორიკოსები: მამუკა წურწუმია, თემო ჯოჯუა, მზია სურგულაძე და გიორგი ოთხმეზური (საარქივო ჩანაწერი). ისინი დეტალურად განიხილავენ დავითის პიროვნებისა და მოღვაწეობის შესახებ ამ საბუთის მიერ შემონახულ ძვირფას ცნობებს. 

ფილმი ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.youtube.com/watch?v=j9NaxJBN_Wc