აპრილი 548
en

ეროვნული არქივის საგანმანათლებლო პროექტში 1600-ზე მეტი მოსწავლე მონაწილეობს

საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის შესახებ იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგანმანათლებლო პროექტში მონაწილეობისათვის 329 საჯარო და კერძო სკოლის 1600-ზე მეტი მოსწავლე დარეგისტრირდა. 

ღონისძიების ნახევარფინალური ეტაპი და ფინალი ინტელექტუალური თამაშის „რა? სად? როდის?“ პრინციპით მაისში გაიმართება. 

კონკურსში მონაწილეობენ VIII-XII კლასის მოსწავლეები. თითოეული სკოლა წარმოდგენილია 5-წევრიანი გუნდით. გამარჯვებულები რამდენიმე ნომინაციაში გამოვლინდებიან და  სხვადასხვა პრიზითა და სიგელით დაჯილდოვდებიან. 

ეროვნული არქივის საგანმანათლებლო პროექტს „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა“ 2015 წელს ჩაეყარა საფუძველი და მისი მიზანი ჩვენი ქვეყნის 1918-1921 წლების ისტორიით მოსწავლეთა დაინტერესება და მათი ცნობიერების ამაღლებაა. 

ღონისძიება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, ასევე საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ბმულზე: https://archive.gov.ge/ge/saganmanatleblo-proekti-2025-1