ოქტომბერი 548
en

„კავკასია და მსოფლიო XVII-XVIII საუკუნეებში“ - ეროვნული არქივის კონფერენციაზე მრგვალი მაგიდა გაიმართა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის IX საერთაშორისო კონფერენცია „არქივთმცოდნეობა, წყაროთმცოდნეობა - ტენდენციები და გამოწვევები“  12 ოქტომბერს მრგვალი მაგიდით დაიხურა.  შეხვედრაზე სადისკუსიო თემა იყო „კავკასია და მსოფლიო XVII-XVIII საუკუნეებში“. 

სამდღიან კონფერენციაში 200-მდე ქართველი და უცხოელი მეცნიერი და მკვლევარი მონაწილეობდა. კონფერენცია ხელს უწყობს ახალი სამეცნიერო კვლევების წახალისებას, ქართველი და უცხოელი მეცნიერების მჭიდრო კავშირს, მათ შორის სიახლეებისა და გამოცდილების გაზიარებას, ასევე ეროვნული არქივის სამეცნიერო თანამშრომლობის გაძლიერებას. 

დღევანდელ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ: საქართველოს ეროვნული არქივის, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, გიორგი წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ტოკიოს უნივერსიტეტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის, საქართველოს  უნივერსიტეტისა და სოხუმის უნივერსიტეტის წარმომადგენლები.  

2016 წელს დაარსებული ყოველწლიური კონფერენციის მიმართულებებია: ფილოლოგია; ისტორია, წყაროთმცოდნეობა, არქივთმცოდნეობა, ეთნოლოგია, ანთროპოლოგია; ხელოვნებათმცოდნეობა; კულტუროლოგია; ციფრული ესთეტიკა და დიზაინი; ციფრული არქივები და მონაცემთა ბაზები; კონსერვაცია-რესტავრაცია.