ამ გვერდზე წარმოდგენილია ფოტოჟურნალისტ დიმიტრი მძინარიშვილის ფოტოკოლექციის ნაწილი.
ფოტოებს შორის არის ცნობილი მხატვრების, მსახიობების, მწერლების, მუსიკოსების, ხელოვნების სხვა მოღვაწეების პორტრეტები და ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი სურათები. დიმიტრი მძინარიშვილის ობიექტივში მოხვდნენ: ლადო გუდიაშვილი, კონსტანტინე გამსახურდია, ვასილ ამაშუკელი, გიორგი ლეონიძე, იამზე დოლაბერიძე, ლიანა ისაკაძე და სხვები.
დიმიტრი მძინარიშვილი იყო ფოტოგრაფი და კოლექციონერი, საქართველოს ხელოვნების მუზეუმის დირექტორის მოადგილე, საქართველოს სამეცნიერო-პოპულარული და დოკუმენტური ფილმების სტუდიის ადმინისტრატორი. მისმა ოჯახმა საქართველოს ეროვნულ არქივს კოლექცია - 5 ფოტოალბომი (400-ზე მეტი ფოტოპოზიტივი) და 600-ზე მეტი ფოტონეგატივი - 1989 და 1996 წლებში გადასცა.
ონლაინკოლექციის შექმნაზე მუშაობდნენ: თეა ქიმერიძე, თამარ თავართქილაძე, თეონა ლაზაშვილი, ბელა გერაძე, სოფიო ფაციაშვილი