აპრილი 548
en

ეროვნული არქივის საგანმანათლებლო პროექტის ფინალში 58 სკოლის გუნდი გადავიდა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგანმანათლებლო პროექტსაქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის“ ფინალურ ეტაპზე 58 საჯარო და კერძო სკოლის გუნდი გადავიდა.

ნახევარფინალი რა? სად? როდის“ ინტელექტუალური თამაშის პრინციპით  თბილისში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ბათუმში ერთდროულად გაიმართა. მასში 275 ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის VIII-XII კლასების 1375 მოსწავლე მონაწილეობდა.

თამაშის დებულების თანახმად, ფინალში გადადის საუკეთესო ქულის მქონე 40 გუნდი. ვინაიდან 36--58- ადგილებზე გასულ გუნდებს ერთნაირი, 12 ქულა აქვთ, ყველა მათგანი მოხვდა ფინალში.  შესაბამისად, ფინალურ ტურში ითამაშებენ გუნდები,  რომელთაც შესაძლო 20 ქულიდან 12 და მეტი ქულა დააგროვეს.

ფინალი 2025 წლის 30 მაისს თბილისში გაიმართება. გამარჯვებულები რამდენიმე ნომინაციაში გამოვლინდებიან და  სხვადასხვა პრიზითა და სიგელით დაჯილდოვდებიან

საგანმანათლებლო პროექტს, რომელიც ჩვენი ქვეყნის 1918-1921 წლების ისტორიით მოსწავლეთა დაინტერესებას ემსახურება, ეროვნულმა არქივმა საფუძველი 2015 წელს ჩაუყარა.

პროექტი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საქართველოს განათლების,  მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით ხორციელდება.

ნახევარფინალის შედეგებს დეტალურად გაეცანით პროექტის გვერდზე: https://archive.gov.ge/ge/saganmanatleblo-proekti-2025-1