აპრილი 548
en

ეროვნული არქივის ვებგვერდზე ტიციან ტაბიძის საიუბილეოდ მულტიმედიური გამოფენა შეიქმნა

პოეტის, პუბლიცისტისა და საზოგადო მოღვაწის, ტიციან ტაბიძის დაბადებიდან 130 წლის იუბილე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის ვებგვერდზე მულტიმედიური ონლაინგამოფენით აღინიშნა

სიმბოლისტი პოეტი, „ცისფერყანწელთაორდენის ერთ-ერთი დამაარსებელი ტიციან ტაბიძე ქართული სიმბოლისტური ხელოვნების თეორეტიკოსიც იყო. აქტიური იყო საზოგადოებრივ საქმიანობაში, ლიტერატურულ გაერთიანებებში მონაწილეობასთან ერთად, გამოსცემდა გაზეთებს, ჩართული იყო საქართველოს პირველი რესპუბლიკის პოლიტიკურ ცხოვრებაში. ანტისაბჭოთა მოღვაწეობის ბრალდებით ტიციან ტაბიძე 1937 წლის ოქტომბერში დააპატიმრეს და დახვრიტეს

მულტიმედიურ გვერდზე წარმოდგენილია საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული დოკუმენტები - პოეტის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი კინომასალა, ფოტოები, წერილები, პერიოდული გამოცემები, მისი ლექსების აუდიოჩანაწერები, მეგობრების მოგონებები პოეტის შესახებ

გამოფენის სანახავად გადადით ბმულზე: https://archive.gov.ge/ge/titsian-tabidze-1